რუმინეთმა უკრანიის საზღვართან მდებარე სოფლის, პლაურუს ევაკუაცია მოახდინეს მას შემდეგ, რაც რუსული დრონების იერიშის შედეგად დუნაის მდინარეზე, EU-სა და NATO-ს ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში, ბუნებრივი აირის გადამზიდ ტანკერს ცეცხლი წაეკიდა.
რუმინულ მედიასთან, Digi24-თან საუბრისას კომუნა ჩატალიკოის მერმა, ტუდორ ჩერნეგმა თქვა, რომ სოფელი პლაურუ ახლოს მდებარეობს ცეცხლწაკიდებულ გემთან, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს.
"სახლები სათითაოდ შევამოწმეთ, ცხოველებიც გამოვიყვანეთ. [...] სატრანსპორტო მოძრაობა შევაჩერეთ, საფრთხე დიდია". - თქვა ჩერნეგმა.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცეცხლი "უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი დრონების იერიშის შედეგად გაჩნდა, რამაც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით რუმინეთის საზღვართან მდებარე პორტში თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთულ გემზე ხანძარი გააჩინა."
დეპარტამენტის ცნობით, მათ მთელი კატალკიოის კომუნის ევაკუაციის ბრძანება გასცეს და ტრანსპორტსა და სასწრაფოებს გაგზავნიან. ცნობისთვის, კატალკიოიში მთლიანობაში დაახლოებით 250 ადამიანი ცხოვრობს.





