საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებებშიც პირდაპირ მითითებულია, რომ არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებზე პასუხი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილების და ფართომიხედულობის საგანს წარმოადგეს.
მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ისინი არიან უცხო ქვეყნის იურისდიქციაში, გავლენა მათზე არის უცხო ქვეყნისა, ამავდროულად ინფორმაციის მიღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი საშუალებებით, იქნება ეს მედია თუ ინტერნეტი. როდესაც ვრცელდება ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული ინფორმაციები. ამ დროს რთულია, რომ რეალობა რა არის ქვეყანაში ამომრჩეველმა გაიგოს.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების წყარო სწორედაც რომ ხალხია, ხალხმა უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად დიდია სახელწიფოს როლი. რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ სხვა ქვეყნებში ჰქონდეს შესაძლებლობა ეფექტურად დაიცვას თავისი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან და დეზინფორმაციის გავრცელება არის თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი გამოწვევა. [...]
მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ პოლიტიკურად იყვნენ აქტიურები და შესაბამისად თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ ზოგად პოლიტიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაში არის.





