Erasmus + საქართველოში განცხადებით, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში.
ორგანიზაციის ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.
"განმარტება, Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის საქართველოში.
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად.
შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.
ნებისმიერი ევროკავშირის პროგრამის შემთხვევაში, წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, რომ გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს, ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, Erasmus+ 2026-ის გზამკვლევში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირმა გადახედა ფინანსურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობს და დაადგინა, რომ ქართული ოცნება არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული არცერთი აქტივობით.
"2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს დასკვნების შესაბამისად და საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირმა გადახედა ფინანსურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობს.
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის 2021/817 რეგულაციის (EU) მე-20 მუხლის მიხედვით, რომელიც რასაც Erasmus+-ის "განათლებისა და ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამა" ეფუძნება, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ფინანსური დახმარება (რომელიც შეიძლება იყოს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, სააგენტოები და სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი საწარმოები) არ განიხილება ევროკავშირის ინტერესებში.
ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული არცერთი აქტივობით". - წერია Erasmus+ 2026-ის გზამკვლევში.





