საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილი უფროსი, ლიკა ღლონტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ევროკავშირის პროგრამა საქართველოდან გადის.
ღლონტის თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
"გასკდა მესენჯერი - Erasmus+ გადის ქვეყნიდანო - ცრუ ინფორმაციაა მეგობრებო, გადავამოწმე. თურქმენეთშიც კი მუშაობენ. რუს და ბელარუს სტუდენტებსაც აძლევენ კიდევ სტიპენდიას. ასეც არ ამოვწყვეტილვართ ჯერ…
P.S. იმედია ხვალ არ დამჭირდება ამ ინფორმაციის განახლება და არსებულ სტატუსს შევინარჩუნებთ". - წერს Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილი უფროსი Facebook-ზე.
ტაბულა საქართველოში Erasmus+ ეროვნულ ოფისს უკვე დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





