ყვარლის მერის მოადგილე, ლევან გელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი და მისი ძმა, ნიკა ზაუტაშვილი 5 000-5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"ცხოვრებაში რაც ხდება ხოლმე, ეგ მოხდა, არაფერი არ ყოფილა განსაკუთრებული. საერთოდ არ გვქონია დაპირისპირება" . - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ ყვარლის მერის მოადგილემ, ლევან გელაძემ მთავარი ამბები კახეთიდან საუბრისას.
პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა მას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა, ძალადობის ბრალდებით ქართული ოცნების მაღალჩინოსნები - ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი მერი, ასევე მისი ძმა 11 ნოემბერს დააკავეს.





