რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ბოგდან ივანმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ რუმინეთმა კონტროლი უნდა დაამყაროს რუსული Lukoil-ის ადგილობრივ განშტოებაზე, რათა უზრუნველყოს ეროვნული ენერგოსისტემის სტაბილურობა, საერთაშორისო სანქციების აღსრულება და სამუშაო ადგილების დაცვა.
Reuters-ის ცნობით, Lukoil რუმინეთში 320 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს, ქვეყანაში რიგით მესამე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხელმძღვანელობს და შავი ზღვის ნაწილში საზღვაო საბადოების ძიების უფლებები აქვს.
ცნობისთვის, აშშ-ს ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ოქტომბერში ორი უმთავრესო რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ, ახალი სანქციები გამოაცხადა.
ამავდროულად, OFAC-მა გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც კომპანიებს Lukoil-თან ბიზნეს გარიგებების დასამთავრებლად ვადას 21 ნოემბრამდე აძლევს, მათ შორის ნავთობკომპანიის საერთაშორისო აქტივების შესასყიდადაც.
"მე მკაფიოდ ვიტყვი: არ მოვითხოვ აშშ-ს მთავრობის მიერ მოცემული 21 ნოემბრის ვადის გახანგრძლივებას," განაცხადა დაწერა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა. "მეტიც, მე სრულად დავუჭერ მხარს აშშ-ს მიერ ინიციირებული სანქციების მთელი ევროკავშირის დონეზე დანერგვას," დაამატა მან.
პარალელურად, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ნავთობკომპანიამ, Lukoil-მა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა, გაახანგრძლივოს ვადა, რომელიც 21 ნოემბრის შემდეგ რუსულ კომპანიასთან ტრანზაქციებს კრძალავს.
წყაროების თქმით, Lukoil ვადის გახანგრძლივებას ითხოვს, რადგან მეტი დრო სჭირდება არსებული ვალდებულებების დასახურად და აქტივების გლობალური ქსელის შესყიდვაზე წამოყენებული შემოთავაზებების შესასწავლად.
Lukoil-მა, რომელზეც ნავთობის გლობალური წარმოების დაახლოებით 2% მოდის, 27 ოქტომბერს დაადასტურა, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივების გასაყიდად მყიდველებს ეძებდა და საჭიროების შემთხვევაში OFAC-ის ლიცენზიის გახანგრძლივებას მოითხოვდა.
აქამდე Lukoil თანახმა იყო, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივები შვეიცარიული კომპანია Gunvor-ისთვის მიეყიდა, თუმცა გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Gunvor-ს "კრემლის მარიონეტი" უწოდა, რითაც მიანიშნა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.
მას შემდეგ Lukoil-ს საერთაშორისო საქმიანობას შეფერხებები გაუხშირდა და კომპანიამ ფორსმაჟორიც კი გამოაცხადა ერაყის West Qurna 2-ის ნავთობსაბადოზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და Lukoil-ის ყველაზე მსხვილ საერთაშორისო აქტივს წარმოადგენს.





