აშშ

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უარყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების გაუქმების მოთხოვნა

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს შენობა 2015 წლის ივნისში
Doug Mills/The New York Times

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 10 ნოემბერს უარყო კენტუკის ოლქის ყოფილი მაღალჩინოსნის მოთხოვნა, გაუქმებულიყო 2015 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდა.

უზენაესმა სასამართლომ, რომელშიც 6-3-ზე გადანაწილებით უმრავლესობა კონსერვატორებს უკავიათ, არ მიიღო კენტუკის ოლქის ყოფილი კლერკის სააპელაციო საჩივარი, რომელსაც გეი წყვილმა უჩივლა, რადგან მან უარი თქვა ერთნაირსქესიან ქორწინებაზე ლიცენზიის გაცემაზე მას შემდეგ, რაც 2015 წლის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კონსტიტუციურ უფლებად აღიარა. დევისი ამბობდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კონფლიქტში მოდის მის რელიგიურ რწმენასთან.

დევისმა სააპელაციო სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ უარყო მისი არგუმენტი, რომ აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობის შესახებ საქმეში პასუხისმგებლობისგან იცავდა. სასამართლომ დევისს $360 000-ზე მეტის გადახდა დაავალა ზიანისთვის და იურიდიული ხარჯებისთვის, რადგან მან ერთნაირსქესიანი წყვილის დაქორწინების უფლება დაარღვია.

კომენტარები