დავით მიქაძე

დავით მიქაძესა და დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დავით მიქაძესა და მის დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს მოსამართლემ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

დავით მიქაძე, რომელიც ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

შსს-მ დავით ჩუბინიძე 5 სექტემბერს დააკავა, დავით მიქაძეს კი ახალი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236 მუხლის მე-6 და 237-ე მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ანდა ასეთი იარაღის, დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები