საქართველო, რომელიც გიორგი გახარიას ლიდერობის დროს ასოცირებულ ტრიოში წამყვანი ქვეყანა იყო და დემოკრატიული წინსვლით ევროკავშირის სტანდარტებთან გაცილებით ახლოს იდგა, დღეს თავად ევროკავშირის ანგარიშით, კანდიდატებს შორის ერთადერთი ქვეყანაა უარყოფითი შეფასებით.
ევროკავშირი ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, ქართული ოცნება კი ევროპული სივრციდან დისტანცირებას მიზანმიმართულად ცდილობს - ამით კი ღირსეულ მომავალს გვიკარგავს, ქვეყნის განვითარებასა და სტრატეგიული ამოცანების მიღწევას აფერხებს და აჩერებს.





