ბოლო წლებია საქართველოში ონლაინ კომერციის სწრაფი ზრდა შეინიშნება. ამ ტენდენციამ, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დაჩქარდა, კომპანიები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. უპირველეს ყოვლისა, ეს სირთულეები სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულებით გამოვლინდა, რადგან გაზრდილი შეკვეთების ნაკადი საწყობის უფრო სწრაფ და ორგანიზებულ მუშაობას მოითხოვს.
ნებისმიერი საწყობისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არსებული ფართობის ეფექტური გამოყენებაა. როდესაც პროდუქცია უბრალოდ იატაკზე ლაგდება, შენობის სიმაღლე გამოუყენებელი რჩება. საპალეტე თაროების სისტემები პროდუქციის რამდენიმე დონეზე, ვერტიკალურად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი მიდგომით საწყობის ტევადობა იმავე კვადრატულ მეტრზე შესაძლოა ორჯერაც გაიზარდოს. გამოთავისუფლებული სივრცე კი სხვა საჭირო ოპერაციებისთვის, მაგალითად, პროდუქციის დასახარისხებლად ან შესაფუთად გამოიყენება.
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, როცა ზოგიერთი კომპანია მომხმარებელს რამდენიმე საათში მიტანის სერვისს სთავაზობს, შეკვეთის დამუშავების სისწრაფეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ორგანიზებული საწყობი, სადაც პროდუქცია თაროებზეა დალაგებული, საგრძნობლად ამცირებს კონკრეტული ნივთის მოძიებაზე დახარჯულ დროს. ეს აჩქარებს მთლიან ციკლს — პროდუქტის პოვნიდან მის შეფუთვამდე და მომხმარებელთან გაგზავნამდე.
ამასთან, ელ. კომერციაში, რომელიც ათასობით დასახელების პროდუქტს მართავს, მარაგების ზუსტი აღრიცხვაა აუცილებელი. თაროების მოწესრიგებული სისტემა ამარტივებს მარაგების მართვას და თავიდან აგაცილებთ ისეთ შეცდომას, როგორიც ისეთი ნივთის გაყიდვაა, რომელიც რეალურად მარაგში აღარ არსებობს.
ბიზნესი იზრდება, სეზონების მიხედვით კი პროდუქციის ასორტიმენტიც იცვლება. თანამედროვე საპალეტე თაროები მოდულური პრინციპითაა აწყობილი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, დაიწყოს მცირე სისტემით და საჭიროებისამებრ მარტივად დაამატოს ახალი სექციები. შესაძლებელია თაროების სიმაღლის რეგულირებაც, რაც სხვადასხვა ზომის საქონელთან ადაპტაციას აადვილებს.
გარდა მოქნილობისა, მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების საკითხიც. ფოლადის კონსტრუქციის თაროებზე განთავსებული საქონელი დაცულია ფიზიკური დაზიანებისგან, რასაც ხშირად არასწორი დასაწყობება ან საწყობის ტექნიკის გადაადგილება იწვევს.
როდესაც ბიზნესი ასეთი სისტემის დანერგვას გადაწყვეტს, მთავარი საკითხი სანდო პარტნიორის შერჩევა ხდება. კომპანია K2, რომელიც საქართველოში ცნობილი ევროპული ბრენდების, მათ შორის საპალეტე თაროების მწარმოებელი ROSSS-ის, ოფიციალური წარმომადგენელია, ბიზნესს არ სთავაზობს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას.
პროფესიონალების გუნდი მომხმარებელს სრულყოფილ კონსულტაციას უწევს: დეტალურად შეისწავლის საწყობს, აანალიზებს მის სპეციფიკას და ქმნის ოპტიმიზაციის ინდივიდუალურ გეგმას. ეს გეგმა მოიცავს რეკომენდაციებს როგორც თაროების საუკეთესო განლაგების, ასევე პროდუქციის მოძრაობის ორგანიზების შესახებ.
K2-ის სპეციალისტები კომპანიებს ეხმარებიან ზუსტად მათი საჭიროებებისთვის შესაფერისი კონფიგურაციის შერჩევაში, რათა მათ სრულად გამოიყენონ თანამედროვე საწყობის უპირატესობები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 07 22 22 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://k2.ge/





