რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ნეპტუნის რაკეტებით რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურასა და ნავთობის ქარხნებს დაარტყა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის მსხვილ ენერგოობიექტებზე იერიშისას უკრაინული წარმოების ნეპტუნის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ იერიშის ფარგლებში რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურსა (TPP) და ნოვობრიანსკის ელექტრულ ქვესადგურს დაარტყეს.

ორივე ობიექტი რეგიონში მდებარე სამხედრო-ინდუსტრიულ ქარხნებს ელექტროენერგიით ამარაგებდა და მათმა განადგურებამ "სერიოზული დარტყმა მიაყენა ოკუპანტების ლოჯისტიკას".

თავის მხრივ, ორიოლის ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი ირწმუნება, რომ ორიოლის TPP-ს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მოხვდა, რამაც "ელექტროენერგიის მიმწოდებელი აღჭურვილობა დააზიანა".

კომენტარები