რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-მ მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორს მოგზაურობა აუკრძალა და აქტივები გაუყინა

რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის რექტორი, ნიკიტა ანისიმოვი

ევროკავშირმა მოსკოვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, ნიკიტა ანისიმოვს EU-ს ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა და აქტივების გაყინვა დააკისრა.

ევროკავშირის მიერ რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის რექტორის წინააღმდეგ მიღებული ზომები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტის ნაწილია.

აღსანიშნავია, წლის დასაწყისში ანისიმოვმა წარადგინა სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ.

კომენტარები