ხელბურთის ფედერაცია

კაკაბაძემ 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო - პროკურორი

ზურაბ კაკაბაძე

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის თქმით, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროკურორმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულს ფედერაციის კუთვნილი ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა.

პროკურორი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლევან სალუქვაძის განცხადებით, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი, რომლის მისაკუთრებასაც ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს ედავებიან, ფედერასციის იმ პერიოდის ბიუჯეტის, დაახლოებით, 40-50%-ია. 

სალუქვაძის თქმით, ფედერაციაში აუდიტო ახალმა ხელმძღვანელობამ მიიყვანა, რომლის დასკვნის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ზურაბ კაკაბაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები