Amazon

Snapchat, Fortnite და Amazon-ის სხვადასხვა პლატფორმა შეფერხებებით მუშაობს

REUTERS/Benoit Tessier

Amazon-ის ქლაუდ სერვისის კომპანია AWS-ის გათიშვის გამო რამდენიმე პოპულარულ ვებსაიტსა და აპლიკაციას, მათ შორის, Snapchat-ს, Fortnite-სა და Amazon-ის სხვადასხვა პლატფორმას შეფერხება შეექმნათ.

ამასთან, AWS-ის გათიშვას შეფერხებები დაუკავშირეს ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Perplexity-მ, კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-მა და სავაჭრო აპლიკაცია Robinhood-მაც.

AWS კომპანიებს, მთავრობებსა და ფიზიკურ პირებს მონაცემთა შენახვას და სხვა ციფრულ სერვისებს სთავაზობს. 

ამავდროულად, Downdetector-ის ცნობით, შეფერხებით მუშაობდა Amazon-ის სავაჭრო ვებსაიტი, PrimeVideo და Alexa-ც. 

გათიშული იყო კომპიუტერული თამაშების აპლიკაციები Fortnite, Roblox, Clash Royale და ასევე პრობლემები შეექმნათ ისეთ ფინანსურ პლატფორმებსაც, როგორებიცაა Paypal-ის Venmo და Chime.

კომენტარები