ივანიშვილის რეჟიმი

ვალტონენი: საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს

სამხრეთ კავკასიიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც მტკიცედ უნდა ვიყოთ

თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები