რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: არ შეგვიძლია მთელი შეიარაღება უკრაინას გადავცეთ, აშშ-ს საფრთხეს ვერ შევუქმნი

Jim Watson/AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში უკრაინისთვის იარაღის გადაცემასა და ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებზე ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვას პუტინის მხრიდან ომის დასრულების შესაძლო მოთხოვნებზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:

"ის [პუტინი] რაღაცას მოითხოვს. ვგულისხმობ, რომ ორივემ იომა და მას [პუტინს] ბევრი ტერიტორია აქვს.

ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ომში შედის, იგებს და შემდეგ ტოვებს [ტერიტორიას], ისე, როგორც პრეზიდენტ ბუშის დროს ახლო აღმოსავლეთში მოხდა, ჩვენ შევედით, გავანადგურეთ ყველაფერი და შემდეგ წამოვედით".

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას ამ ეტაპზე Tomahawk-ის სისტემის რაკეტებს არ მიაწვდის. ტრამპმა იმავე ინტერვიუში უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხსაც შეეხო:

"ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ჩვენი შეიარაღება უკრაინას გადავცეთ, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას ბევრი სიკეთე გავუკეთე, მაგრამ შეერთებულ შტატებს საფრთხეს ვერ შევუქმნი". 

კომენტარები