აშშ

ტენესის შტატში სამხედრო ასაფეთქებლების საწარმო აფეთქდა, არიან დაღუპულები

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტენესის შტატში მდებარე სამხედრო ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანა აფეთქდა, რის შედეგადად შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ზოგი ადამიანი გარდაცვლილია" - განაცხადა ოლქის შერიფმა, კრის დევისმა პრესკონფერენციაზე.

აგილობრივი სამაშველო სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სტრუქტურაა მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა ამჟამად უშუალო ტერიტორიას მეორადი აფეთქებების საშიშროების გამო ვერ უახლოვდებიან.

ქარხანასთან ახლოს მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ აფეთქების ტალღა იგრძნეს.

CNN-ის ცნობით, ქარხანა, რომელიც კომპანია Accurate Energetic Systems-ს ეკუთვნოდა, ქალაქ ნეშვილის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარეობს. Accurate Energetic Systems სამხედრო ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში სპეციალიზდება.

კომენტარები