რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაზე რუსეთის იერიშს შვიდი წლის ბავშვი ემსხვერპლა, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი ბინები

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტების მეშვეობით მასშტაბური იერიში მიიტანა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად ჯამში 15 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ასევე დაამატა, რომ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხება მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რაიონებსაც შეეხო. 

ელექტრობის მასშტაბური გათიშვის შედეგად კიევის რეგიონში 28 000 ოჯახს, ხოლო პოლტავის რეგიონში 17 000 მომხმარებელს დენის მიწოდება შეუწყდა. 

ამას გარდა, რეგიონული გუბერნატორის თქმით, ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშს შვიდი წლის ბიჭი ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ამასთან, დაზიანდა 12 საცხოვრებელი კორპუსი. 

კომენტარები