ევროინტეგრაციის გზაზე არის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებული, რასაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მიყვება თანმიმდევრობით და ყველა საჭირო რეფორმა იქნება, წინ გადასადგმელი ნაბიჯი იქნება, ზედმიწევნით ვასრულებთ.
ნახეთ ყველა განცხადება, შეფასება ობიექტური რაც კეთდება, იგივე ევროკომისია იყო მე მგონი ხომ? შეფასება, რომელიც დაიდო საქართველოსთან მიმართებით, ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე.
ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს თუ მოლაპარაკებებს უხსნიან, ყველა ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ: განხორციელებული რეფორმებით, ეკონომიკური ზრდით, განვითარებით, წინსვლით, მშვიდობით, ყველაფრით აბსოლუტურად.





