რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის იერიშებით გამოწვეული დეფიციტის ფონზე, ბელარუსმა რუსეთში საწვავის ექსპორტი გაზარდა

REUTERS/Vasily Fedosenko/File Photo

7 ოქტომბერს გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სექტემბერში ბელარუსიდან რუსეთში რკინიგზით გადაზიდული ბენზინის ექსპორტი წინა თვესთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა იმ ფონზე, როცა მოსკოვი საწვავის დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს, რაც რუსულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშებმა გამოიწვია. 

Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის რაციონებით გაცემა დაიწყეს და ფასები დროებით გაყინეს მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონებით იერიშებს ბენზინის პოპულარული სახეობების დეფიციტი მოჰყვა. ამავდროულად, მოსკოვმა შეზღუდა ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტიც. 

წყაროების მიხედვით, რკინიგზის გავლით ბელარუსის გადამამუშავებელი ქარხნებიდან რუსეთის შიდა ბაზარზე ბენზინის მიწოდება სექტემბერში 49 000 მეტრული ტონით, ანუ დღეში 14 500 ბარელით, გაიზარდა. გამოცემის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ სექტემბერში რუსეთში ექსპორტზე გატანილი დიზელის ოდენობამ 33 000 ტონა შეადგინა. 

კომენტარები