აშშ

WSJ: ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირების ფონზე, პენტაგონს რაკეტების წარმოების გაორმაგება სურს

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

Wall Street Journal-ს ინფორმირებული წყაროები უყვებიან, რომ ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირების ფონზე, პენტაგონს რაკეტების წარმოების გაორმაგება სურს. აშშ-ს თავდაცვის უწყება რაკეტების მწარმოებელ კომპანიებს წარმოების ტემპების გაორმაგებისკენ მოუწოდებს.

საკითხთან ახლოს მყოფი პირები გამოცემასთან საუბრისა ამბობენ, რამდენიმე პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სტივ ფაინბერგი, ამ პროცესში უჩვეულოდ აქტიურ როლს ასრულებს.

წყაროების მიხედვით, სამინისტრომ ივნისში თავდაცვის კომპანიები წარმოების გაზრდის სურვილის გამოსახატად მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე მოიწვია. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გენერალი დენ კეინი ესწრებოდნენ. 

"პრეზიდენტი ტრამპი და მინისტრი ჰეგსეთი ჩვენი სამხედრო ძლიერების გასაფართოებლად და საბრძოლო მასალის წარმოების დასაჩქარებლად სხვადასხვა გზებს იკვლევენ" - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა ჟურნალისტის კითხვაზე.

კომენტარები