რუსეთში, ლენინგრადის ოლქში ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა.
გასული ერთი კვირის განმავლობაში, ლენინგრადის ოლქის სხვადასხვა რაიონში სპირტიანი სასმელების მომხმარებლები კვდებოდნენ.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უხარისხო სასმელებს კომერციული ორგანიზაცია ყიდდა. ორგანიზაცია ლენინგრადის ოლქში, სოფელ ტრუბნიკოვ ბორში მდებარეობს.
29 სექტემბრის მდგომარეობით პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა, მათ შორის 5 სპირტიანი სასმლის გამყიდველია.





