25 სექტემბერს პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ყოფილი დიქტატორისგან, მუამარ კადაფისგან ფულის აღების საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზი დამნაშავე იყო კრიმინალურ შეთქმულებაში, რომელიც დიპლომატიური დახმარებების სანაცვლოდ, 2005-2007 წლებში მის კამპანიას ლიბიის მთავრობის სახსრებით აფინანსებდა.
სასამართლომ სარკოზი სამ სხვა ბრალდებაში გაამართლა - მათ შორის პასიურ კორუფციაში, უკანონო კამპანიის დაფინანსებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისების დაფარვაში.
სასამართლო პროცესს თავად სარკოზი და მისი მეუღლე ესწრებოდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ მისი სამი ზრდასრული ვაჟიც.
სარკოზი ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.





