რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კრასნოდარში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

25 სექტემბერს, უკრაინამ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ქარხნის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 50 კვადრატული მეტრის ფართობის ხანძარი გაჩნდა.

რუსული მხარის ინფორმაციის თანახმად, საწარმოდან ევაკუირებულია 140 თანამშრომელი, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ დაასახელა დაზიანებული საწარმოს სახელი, თუმცა უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ქიმიური ქარხანა ევროქიმი გახდა.

იერიშის დამადასტურებელი რამდენიმე ვიდეო რუსულმა ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს.

კომენტარები