თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია "რამდენიმე დღეში" დაიწყება - ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"დაიწყება სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩის მოწესრიგება, განთავსებული შენობა-ნაგებობების სრული განახლება-რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და რამდენიმე დღეში, ძალიან მალე დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების წარმოებას" - თქვა კალაძემ.





