რეალურად დღეს ქართველი ხალხის თვალში ევროპელი ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ჩვენ ვხედავ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ უარყოფიდან აისახება არამარტო ევროპულ ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯსა და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში.
ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ელჩები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად. არ აღვივებდნენ უხეშად, პირდაპირ საზოგადოების თვალწინ რადიკალიზმს. სიძულვილს. არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი თავს წარმოაჩენს როგორც სიძულვილის ელჩი. ძალიან სამწუხარო რეალობაა.





