ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას მედია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაზე, დანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის სანქციების სიაში 2 500-ზე მეტი რუსული ორგანიზაცია და ფიზიკური პირია შეყვანილი. სანქციების ფარგლებში დაბლოკილია მათი საბანკო ანგარიშები და აკრძალული აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების გახანგრძლივების საკითხს ყოველ ექვს თვეში ერთხელ განიხილავენ, თუმცა, ხშირად პროცესი ჩიხში შედის, რადგან უნგრეთი გარკვეული პირების სიიდან ამოღებას ითხოვს. ამჯერად ბუდაპეშტს განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.





