ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება

რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა ვიზების შეჩერება - ევროკომისია

ევროკომისიის წარმომადგენელმა ევროპეისკაია პრავდასთან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ წერილზე და რა შეიძლება მოჰყვეს რეკომენდაციების შეუსრულებლობას. წარმომადგენლის სახელი და გვარი ინტერვიუში დაკონკრეტებული არ არის.

"31 აგვისტოს ქართულმა ხელისუფლებამ უპასუხა კომისიის მიერ ბრიუსელის ელჩისთვის 14 აგვისტოს გაგზავნილ წერილს. კომისია აფასებს საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს.

კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან ვიზების მოქმედების შეჩერების შემდეგი ანგარიშის კონტექსტში.

შეუსრულებლობის გახანგრძლივების შემთხვევაში და შეფასების შემდეგ, კომისიამ შესაძლოა ვიზების შეჩერების მექანიზმი გაააქტიუროს.

ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ადამიანის უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება." - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

კომენტარები