სროლა თბილისში

ღამით თბილისში, რესტორან ქვევრში სროლა იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ღამით თბილისში, რესტორან ქვევრში სროლა იყო. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

TV პირველის ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, რესტორნის მეწილეებს შორის ფინანსურ დავას უკავშირდება. მათივე ცნობით, სროლას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

კომენტარები