შსს-ს ცნობით, თურქეთის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
"დაკავებული ბ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ განზრახ მკვლელობისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით იძებნებოდა.
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა". - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





