ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის თქმით, 4 ოქტომბერი არ იქნება რიგითი აქცია. რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების, "მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა".
"ახლა არ არის დაყოფის დრო, არ არის ვიწროპარტიული ამბიციების დრო, 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა ვიდგეთ აქ, უნდა ვიდგეთ ერთად.
[...] 4 ოქტომბერი ვერ იქნება ჩვეულებრივი, რიგითი აქცია, ეს იქნება საქართველოს გამარჯვების დღე, როდესაც ქართველი ერი სილას გააწნავს რუსულ რეჟიმს და, ერთხელ და სამუდამოდ, ეტყვის არას. [...] არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვების, მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა" - თქვა ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის ბრიფინგს ესწრებოდა პაატა ბურჭულაძეც.
ენმ-ს წარმომადგენლები 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, აქციას დღის 4 საათზე გეგმავენ.





