აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვისა და ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მომდევნო დღეებში გაესაუბრება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ მძლავრი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ მე მას მომდევნო დღეებში გავესაუბრები და ზუსტად მეცოდინება, თუ რა ხდება. არ ვარ კმაყოფილი ადამიანების მოკვლით. მხოლოდ გასულ კვირას 7 819 ადამიანი მოკლეს. რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები" – ამბობს ტრამპი.
27 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ მზად არის, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და ეს "ეკონომიკურ ომად" მოიხსენია.
ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორის პასუხად ილაპარაკა, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა პუტინი შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაჭიანურებისთვის.
ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ეკონომიკურ" სანქციებზე საუბრობს, რადგან აშშ "მსოფლიო ომში გახვევას" არ აპირებს.




