რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მოგვიწევს ყველა საკითხის ძალის გამოყენებით მოგვარება

ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქში მდებარე სამეთაურო პუნქტში
Ruptly

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე საღი აზრის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება, რუსეთს საკითხს ძალის გამოყენებით გადაჭრის. 

"ვფიქრობ, თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, შესაძლებელი იქნება მისაღებ გამოსავალზე შეთანხმება კონფლიქტის დასასრულებლად. ეს ჩემი ვარაუდია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ ამჟამინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის განწყობას და ჩვენ არა მხოლოდ მათ განცხადებებს, არამეთ ვხედავთ გულწრფელ სურვილს, მოიძებნოს გამოსავალი. ვფიქრობ, გვირაბის ბოლოში გარკვეული სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ჩვენ წინ არსებული ყველა საკითხის ძალის გამოყენებით მოგვარება" – ამბობს პუტინი. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. 

"ახლა ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით – შემიძლია ეს პირდაპირ ვთქვა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო" – თქვა ტრამპმა. 

კომენტარები