რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არასდროს ეწინააღმდეგებოდა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ პუტინმა ჩინეთში, სლოვაკეთის პრემიერმინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ. რაც შეეხება NATO-ს, ეს სხვა საკითხია. ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი: ეს ჩვენთვის მიუღებლად მიგვაჩნია" – ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 15 აგვისტოს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის უსაფრთხოების საკითხი განიხილა.

"კონფლიქტის დასრულების პირობებში არსებობს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია" – თქვა პუტინმა. 

კომენტარები