გაეროში გამოსვლა 2025

კობახიძე: უმჯობესია, პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს - მე საარჩევნო პროცესში ვარ ჩართული

ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი.

[...] ერთხელ ვიყავი [გაეროში], შარშან თებერვლიდან ვიკავებ პრემიერის თანამდებობას, ამის შემდეგ იყო ერთი სამიტი, მივიღე მონაწილეობა, ახლა არის მეორე სამიტი და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა მიიღოს მონაწილეობა... არ არის [ინგლისური] აუცილებელი, თავისუფლად შეიძლება თარჯიმნის მეშვეობით კომუნიკაცია გაეროში, რაც არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე შეუძლია მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს დამსწრე საზოგადოებას.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები