1 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა.
დაბომბვის შედეგად დაზარალდა ზაპოროჟიეს, სუმის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ივან ფედოროვის განცხადებით რუსეთმა სოფელი ომელნიკი კასეტური ბომბებით დაბომბა, შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი.
დონეცკის ოლქში რუსული დრონების იერიშის შედეგად დაიღუპა 51 წლის ქალი, მისი ქმარი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
სულ 1 სექტემბრის იერიშის შედეგად უკრაინაში დაიღუპა 5 და დაშავდა 10 ადამიანი.





