რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის პორტთან ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემი ფეთქებადმა მოწყობილობამ დააზიანა

ბალკერი NS PRIDE
Dennis Mortimer 

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, 31 აგვისტოს შავ ზღვაში ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო ბალკერი მცირედით დაზიანდა მას შემდეგ, რაც უკრაინის საპორტო ქალაქ ჩორნომორსკთან ფეთქებად მოწყობილობაზე აფეთქდა. 

ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ხომალდ NS PRIDE-ის ეკიპაჟის წევრები არ დაზიანებულან და გემმა დანიშნულების ადგილისკენ ცურვა გააგრძელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში ბალკერზე ტვირთი არ იყო. 

ჩორნომორსკი უკრაინის ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საზღვაო პორტია. ოდესის გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ჩორნომორსკს რუსული დრონები ძლიერად უტევდნენ და ენერგო ობიექტებზე იერიშების გამო რეგიონის გარკვეული ნაწილები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

კომენტარები