უკრაინულ მედიაში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 26 აგვისტოს რიაზანის ოლქში რიაზანი-მოსკოვის ძირითად ნავთობსადენზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
მედიასთან საუბრისას ГУР-ის წყარო ამბობს, რომ აფეთქების შედეგად ამ ნავთობსადენის საშუალებით "მოსკოვში ნავთობპროდუქტების გადატანა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა".
წყაროს თანახმად, რიაზანი-მოსკოვის ნავთობსადენი მოსკოვში ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
რიაზანის ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ 26 აგვისტოს საღამოს სოფელ ბოჟატკოვოსთან ახლოს ხანძარი გაჩნდა და ადგილზე საგანგებო სამსახურებისა და სარემონტო ბრიგადები იმყოფებოდნენ.
ГУР-ის წყარო აფეთქების მიზეზს არ ასახელებს.
2018 წლიდან რიაზანი-მოსკოვის ნავთობსადენს სახელმწიფო კომპანია, Транснефть მოსკოვს საავტომობილო ბენზინით ამარაგებს და ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საწვავს აწვდის.
Транснефть და ადგილობრივ ხელისუფლებას ხანძრის ან მისი მიზეზების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.





