რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლიტვა EU-ში უკრაინის მიღებაზე მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთის გვერდის ავლით ითხოვს

ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT-ის ინფორმაციით, ლიტვა ითხოვს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით დაიწყოს. 

LRT-ის ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს კოპენჰაგენში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრამდე გაგზავნილ წერილში ლიტვა წერს, რომ ევროკავშირმა "გადამწყვეტი ნაბიჯი" უნდა გადადგას, რათა ბლოკში უკრაინის გაწევრიანება "ხელშესახები და შეუქცევადი" იყოს. 

LRT-ს მიერ ნანახი წერილის მიხედვით, კიევთან მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელების მორალსა და ქვეყანაში რეფორმებისკენ სწრაფვას გაზრდის იმ ფონზე, როცა რუსეთი იერიშებს აძლიერებს. ლიტვა ევროკავშირს აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება უკრაინაში საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტების რისკი EU-ში გაწევრიანების შესახებ და ძირი გამოეთხრება რეფორმებისკენ მიმართულ ინსტიტუციურ მზადყოფნას. 

ლიტვის ინიციატივა გულისხმობს უნგრეთის თანხმობის გარეშე უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ტექნიკურ დონეზე დაწყებას, თუკი ამაზე 26 წევრი სახელმწიფო დათანხმდება. ფორმალური პროცესი კი შესაძლოა, მოგვიანებით დაიწყოს, როცა უნგრეთი პოზიციას ან მთავრობას შეიცვლის. 

კომენტარები