უკრაინულ მაღაროზე რუსეთის იერიშის შემდეგ ერთი მეშახტე დაიღუპა და სამი დაშავდა, ხოლო 146 მაღაროელი მიწის ქვეშ იყო ჩარჩენილი მას შემდეგ, რაც იერიშის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა. აღნიშნული ინფორმაცია 26 აგვისტოს ენერგოკომპანია DTEK-მა გაავრცელა.
"თავდასხმამ კომპანიის შენობები და აღჭურვილობა დააზიანა, რამაც ელექტროენერგიის წასვლა გამოიწვია," განაცხადა კომპანიამ.
კომპანიის მიხედვით, "ამ დროს 146 მეშახტე მიწის ქვეშ იმყოფებოდა; ზედაპირზე მათი ამოყვანა კვლავ მიმდინარეობს." - დაამატა კომპანიამ განცხადებაში.
DTEK-ს არ დაუკონკრეტებია მაღაროს ადგილმდებარეობა, თუმცა დეპუტატმა მიხაილო ვოლინეცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპოლიაში მდებარე მაღაროებში 148 მეშახტე იყო ჩარჩენილი.
მოგვიანებით ვოლინეცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მათგანი ზედაპირზე ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ამოიყვანეს.





