არცერთი ის კანონი და ამ კანონებით გათვალისწინებული საკითხები, რომელიც ახლა შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებული, საერთაშორისო ხელშეკრულებაში არ წერია. ის მუქარები, რაც ქართველი ხალხის მიმართაა, მოგონილია მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გაჩნდეს [...]
ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ემუქრებიან, რომ ქართველი ხალხი და შესაბამისად, მის მიერ არჩეული ხელისუფლება გარედან, "დიფსთეითისგან" მიღებულ დავალებას არ ასრულებს. დიახ, არ ვასრულებთ და არც მომავალში არ შევასრულებთ იმ დავალებებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ჩამოშლას, ეკონომიკის დანგრევას, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შელახვასა და ომის უბედურებაში გადაჩეხვას მოასწავებს.





