რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს" – გერმანიის ვიცეკანცლერი კიევში ჩავიდა

DPA via Українська правда

გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცეკანცლერი, ლარს კლინგბაილი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

კლინგბაილის თქმით, პუტინს არ უნდა ეგონოს, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა დასუსტდება. მანვე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილ მხარდაჭერად რჩება და უკრაინას შეუძლია, რომ მას მომავალშიც დაეყრდნოს.

"პუტინს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ილუზია, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შესაძლოა ჩამოიშალოს. [...] პირიქით, მსოფლიოს მასშტაბით უკრაინის მეორე ყველაზე დიდ და ევროპაში ყველაზე დიდ მხარდაჭერად ვრჩებით. უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს". - თქვა კლინგბაილმა. 

გერმანიის ვიცეკანცლერმა ასევე თქვა, რომ საჭიროა, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში იყოს ჩართული და ცეცხლის შეწყვეტა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნას მიღწეული.

"ამ მიზნით ჩვენ საერთაშორისო დონეზე ქმედებებს მჭიდროდ ვკოორდინირებთ". - თქვა კლინგბაილმა. 

კომენტარები