რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კარნის თქმით, სექტემბერში კანადა უკრაინას $700 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

კანადის პრემიერმინისტრი, მარკ კარნი

კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ 24 აგვისტოს კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას $700 მილიონის ღირებულების დრონებს, საბრძოლო მასალებსა და ჯავშანტექნიკას გადასცემს. 

კარნის თქმით, აღნიშნული დახმარების პაკეტი, რომლის უკრაინისთვის მიწოდებაც სექტემბერშია მოსალოდნელი, ნაწილია ივნისში კანადაში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტზე კანადის მიერ გაცემული დაპირების უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

ეს კანადის მხრიდან მოიცავდა $1.5-მილიარდიან დაფინანსებას სამხედრო დახმარებისთვის და ახალ სანქციებს, რომლის მიზანიც რუსეთის ენერგორესურსების შემოსავლები და სანქციებისთვის თავის არიდების მეთოდები იქნებოდა. 

"მეამაყება იმის გამოცხადება, რომ ამ თანხიდან ერთ მილიარდზე [კანადურ დოლარში] მეტი თქვენი არსენალის გაძლიერებას მოხმარდება დრონების, საბრძოლო მასალებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდების მეშვეობით, რაც მომდევნო თვეს მოხდება," თქვა კარნიმ კიევში სიტყვით გამოსვლისას. 

კანადის პრემიერის მიხედვით, მისი ქვეყანა უკრაინას ასევე "ათეულობით მილიარდ დოლარს" გამოუყოფს საგანგებო სამედიცინო დახმარებისთვის, ბომბსაფრების ასაშენებლად, ადგილობრივი დემოკრატიის მხარდასაჭერად და უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

კომენტარები