რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის არმიის ცნობით, მეზენიტეებმა პირველად ჩამოაგდეს რუსული ე.წ. "დედა დრონი"

118-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა / Facebook

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს რუსული Orlan-ის ტიპის დრონი, რომელსაც ორი FPV-დრონი გადაჰქონდა.

118-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის არმიამ ე.წ. "დედა დრონი" ჩამოაგდო, რომელსაც სხვა უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა. 

"აქამდე, მდევართა ოცეულის პილოტებს უკვე ჩამოგდებული ჰქონდათ მტრის სადაზვერვო დრონები - Orlan, Zala და Supercam - მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ დედა დრონის განადგურება შეძლეს." - აცხადებს უკრაინული ბრიგადა. 

კომენტარები