რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მელონი: თუ მშვიდობა და სამართლიანობის უზრუნველყოფა გვსურს, ეს ერთიანად უნდა გავაკეთოთ

ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი დღეა, ახალი ეტაპი სამ-ნახევარი წლის შემდეგ, როცა რუსეთის მხრიდან ვერანაირ ნიშანს ვხედავდით, რომ დიალოგისთვის მზად იყვნენ. ასე რომ, რაღაც იცვლება თქვენი [ტრამპის] წყალობით და ასევე ბრძოლის ველზე ჩიხში შესვლის წყალობით, რისი მიღწევაც უკრაინელების მამაცობისა და უკრაინისთვის ჩვენი მხრიდან გაწეული ერთიანობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მიზეზი, რატომაც ამას ვახსენებ არის ის, რომ თუკი მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა გვსურს, ჩვენ ეს ერთიანად უნდა გავაკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ, იტალიის იმედი გქონდეთ.

როგორც თავიდან, ჩვენ ახლაც უკრაინელების მხარეს ვართ და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს ძალისხმევას მშვიდობის გზაზე. ჩვენ ვისაუბრებთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, უსაფრთხოების გარანტიებია. როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარასდროს მოხდეს, რაც ყველა სახის მშვიდობის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. მოხარული ვარ, რომ "მეხუთე მუხლის" მოდელი იქნება ამოსავალი წერტილი, რაც თავდაპირველად იტალიური ინიციატივა იყო, ასე რომ, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ სამშვიდობო წინადადებებით გამოვიდეთ დიალოგისთვის. ამისთვის ერთად უნდა ვიყოთ, რათა დავაზღვიოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ერის უსაფრთხოება.

განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

18 აგვისტოს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

კომენტარები