ლოკარნოს 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა ხმელი ფოთოლი, რომელიც კინოფესტივალის Concorso Internazionale-ს სექციაში მოხვდა, FIRPESCI-ის კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა.
ფილმში მამა გაუჩინარებულ ქალიშვილს მთელს საქართველოში ეძებს.
ალექსანდრე კობერიძე ხმელი ფოთლის სცენარის ავტორი და რეჟისორია.





