აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის და პუტინის სავარაუდო შეხვედრაზე კომენტარს არ აკეთებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, უწყების წარმომადგენელმა, ტომას პიგოტმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შეხვედრის დეტალების შესახებ დასმული კითხვა კომენტარის გარეშე დატოვა.

"შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რაც აქამდე სახელმწიფო მდივანმა თქვა, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან". - თქვა პიგოტმა.

სახდეპის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მთავარია კონფლიქტის დასრულება, მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება.

5 აგვისტოს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ "პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება".

უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სამმხრივი შეხვედრის იდეა წამოაყენა, რომელსაც ტრამპი, ზელენსკი და პუტინი დაესწრებიან.

7 აგვისტოს პუტინმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის გასამართად რამდენიმე ადგილი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.

იმავე დღეს, შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკა პუტინის ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რუსეთის საინვესტიციო ფონდის დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა.

მოგვიანებით, მედია ABC News-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 

რომ თეთრი სახლი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრის დაგეგმვას უარყოფს.

ABC-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინი ტრამპთან შეხვედრამდე აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, რაზეც კრემლს თანხმობა არ განუცხადებია. 

კომენტარები