რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO-ს ახალი მექანიზმით ნიდერლანდები უკრაინას €500 მილიონის დახმარებას გაუგზავნის

cepa

4 აგვისტოს ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის შესასყიდად €500 მილიონს გაიღებს, რითაც ის პირველი NATO-ს წევრი სახელმწიფო იქნება, რომელიც კიევს ამერიკულ იარაღს ახლად შემუშავებული მექანიზმის მეშვეობით მიაწოდებს. 

"როგორც პირველი NATO-ს მოკავშირე, ნიდერლანდები ამერიკული იარაღის სისტემების €500-მილიონიან პაკეტს მიაწვდის [უკრაინას]," დაწერა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა X-ზე. 

მოგვიანებით, ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აღნიშნულ განცხადებას მიესალმა და ალიანსის დანარჩენ წევრებს ახალ მექანიზმში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა, რომელსაც "უკრაინისთვის [NATO-ს] პრიორიტეტული საჭიროებათა სიის (PURL)" ინიციატივა ეწოდება. 

"ეს უკრაინისთვის მყისიერად საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას ეხება, რათა მან თავი დაიცვას რუსული აგრესიის წინააღმდეგ," განაცხადა რუტემ. 

"მე მივწერე NATO-ს ყველა მოკავშირეს და მოვუწოდე მათ, წვლილი შეიტანონ ამ პასუხისმგებლობის გასაზიარებელ ინიციატივაში და მოკავშირეებისგან მალე დამატებით მნიშვნელოვან განცხადებებს მოველი," დაამატა მან. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში თქვა, რომ აშშ უკრაინას შეიარაღებას მიაწოდებდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების საფასურს კიევის ევროპელი მოკავშირეები დაფარავდნენ. 

კომენტარები