რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლატვიაში წვდომა შეზღუდეს დამატებით 10 ვებგვერდზე, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს

Siim Lõvi /ERR

ლატვიაში ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) დამატებით ათ ვებგვერდზე შეზღუდვა წვდომა, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს

საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ვებგვერდებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ოკუპაცია მართლდება და დადებით ჭრილში არის წარმოჩენილი.

ლატვიამ ამგვარი ვებგვერდების დაბლოკვა 2022 წლიდან დაიწყო და დღეს მათი რაოდენობა 413-ს შეადგენს. 

საბჭოს წევრის, იევა კალდერაუსკას ცნობით, ყველაზე მეტი ვებგვერდი ომის პირველ წელს დაბლოკეს, როდესაც ჯამში 169 ვებგვერდზე შეზღუდეს წვდომა. გასულ წელს ლატვიაში დამატებით 137 პროპაგანდისტული ვებგვერდი დაიბლოკა, ხოლო წელს - 88. 

ივლისის ბოლოს NEPLP-მ რიგი რუსული საიტები შეზღუდა, მათ შორის რესურსები, რომლებიც რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჯარისკაცების შეგროვებისთვის იყო განკუთვნილი.

კომენტარები