შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს.
"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის - ჯამში 36 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ხოლო 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს". - წერს შსს.





